საერთაშორისო ღონისძიებები

ცვლილება ENSA Normandie ნორმანდიის არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობებში

ცვლილება ENSA Normandie ნორმანდიის არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობებში

ENSA Normandie ნორმანდიის არქიტექტურის უმაღლესი სკოლა (ENSA Normandie) (დარნეტალი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

ნომინირებული სტუდენტებისთვის მიმღებ უნივერსიტეტში საპლიკაციო განაცხადების ონლაინპლატფორმაზე ატვირთვის ბოლო ვადაა 01.12.26.

ENSA Normandie ნორმანდიის არქიტექტურის უმაღლესი სკოლა ნომინირებულ სტუდენტებს სააპლიკაციო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის ელ.ფოსტის საშუალებით

სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

პრაქტიკული ინფორმაცია ENSA Normandie არქიტექტურის სკოლაში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ENSA Normandie ნორმანდიის არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში.
კოორდინატორის მითითებით, შეიცვალა პირობები მობილობის დაფინანსებასთან დაკავშირებით: ENSA Normandie ნორმანდიის არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში მობილობა განხორციელდება "ნულოვანი" გრანტით (ე.წ. "Zero" გრანტი). 

მიმართულება: არქიტექტურა.