საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Romanian-American University - RAU) (ბუქარესტი, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მობილობის პერიოდია 22.02.27 - 27.06.27. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატისთვის გათვალისწინებულია დამატებით სტიპენდია თვეში 250 ევროს ოდენობით.

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესი; ეკონომიკა; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ბიზნესისთვის.