ცვლილება დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობებში
ცვლილება დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობებში
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26 უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26 საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა, 4 თვით. კოორდინატორის მითითებით, შეიცვალა პირობები 2 სტუდენტის მობილობის შემთხვევისთვის: ორი სტუდენტიდან 1 სტუდენტის მობილობის ხანგრძლივობა - 2 თვეა (ე.წ. გრძელვადიანი მობილობა), 1 სტუდენტის მობილობა - 19 დღე (ე.წ. მოკლევადიან მობილობა). დასაშვებია ორივე სტუდენტის მოკლევადიანი მობილობაც. ორი სტუდენტის მობილობის შემთხვევაში, მობილობა ითვალისწინებს პროექტზე, თეზისზე მუშაობას ან მსგავს აკადემიურ აქტივობას. გრძელვადიანი (2-თვიანი) მობილობისთვის აუცილებელია 15-20 ECTS კრედიტის დაგროვება, ხოლო მოკლევადიანი (19-დღიანი) მობილობისთვის - მინიმუმ 14 ECTS კრედიტი/
მიმართულება: ინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.