საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

დეტალური ინფორმაცია ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული ან აკადემიურიn თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული (ან აკადემიური მობილობა) ითვალისწინებს მონაწილეობას თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იგეგმება 2027 წლის აპრილში. ასევე, განიხილება ინდივიდუალური აკადემიური მობილობის შესაძლებლობა.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, მშენებლობა, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება.