Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Wittenborg University of Applied Sciences) (აპელდორნი, ნიდერლანდები) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.10.26 უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.10.26 საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 08.10.26
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
ადმინისტრაციული ან აკადემიური მობილობა ითვალისწინებს მონაწილეობას გლობალიზაციის ფორუმსა და საერთაშორისო კვირეულში, რომელიც გაიმართება 2026 წლის 2-6 ნოემბერს. ნომინირებულმა აპლიკანტებმა გლობალიზაციის ფორუმში მონაწილეობისათვის უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.
აკადემიური მობილობა, ასევე, ითვალისწინებს ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში სალექციო კურსების ჩატარებას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.