საერთაშორისო ღონისძიებები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2-3 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2027 წლის მარტში ან აპრილში.