საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა, 4 თვით. შესაძლებელია 2 სტუდენტის მობილობა სტაჟირების/სწავლის მიზნით 2-2 თვით.

მიმართულება: ინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.