Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება აკადემიურ პერსონალს. აკადემიური მობილობა ვერ განხორციელდება პერიოდში - 01.12.26 - 01.02.27, როდესაც მიმღებ უნივერსიტეტში ლექციები არ ტარდება.
პროექტის კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღოს ვიტაუტას მაგნუსის სახ. უნივერსიტეტის მიერ 2027 წლის აპრილ/მაისში დაგეგმილ საერთაშორისო სასწავლო და ტრეინინგ კვირეულში თანამშრომლებისთვის. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში.
აკადემიური მიმართულება: საინჟინრო, ჰუმანიტარული და სოციალური. სამეცნიერო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.