საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. შერჩეულ კანდიდატს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ 2027 წლის ივნის/ივლისში დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.