Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.
ნომინირებული სტუდენტებისთვის ონლაინპლატფორმა სააპლიკაციო განაცხადების ასატვირთად გაიხსნება მიმდინარე წლის დეკემბერში. სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ნომინირებულ სტუდენტებს სააპლიკაციო ინსტრუქციებისა და დაზუსტებული თარიღების (დედლაინები) შესახებ ინფორმაციას აცნობებს სააპლიკაციო პერიოდის დაწყების წინ. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.