საერთაშორისო ღონისძიებები

ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ვირტუალური გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Eurasia International University – EIU) (ერევანი, სომხეთი), SIN-NEC პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს ვირტუალურ გაცვლით პროგრამაში (Virtual Exchange Programme) მონაწილეობას. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განათლების, ხელოვნური ინტელექტის, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მწვანე კომუნიკაციის საკითხებით და სურთ საერთაშორისო სტუდენტებთან თანამშრომლობის გამოცდილების მიღება.

პროგრამის თემები:
  • განათლება;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების მეთოდებში;
  • მწვანე კომუნიკაციის ინსტრუმენტები.
პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში ონლაინფორმატით ითანამშრომლონ სხვა ქვეყნის სტუდენტებთან, ჩაერთონ ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობებში და შეასრულონ პრაქტიკული დავალება.

პროგრამის ფორმატი:
  • 4-6 ონლაინ სესია;
  • ერთობლივი სტუდენტური აქტივობები;
  • პრაქტიკული დავალება;
  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში 4 ECTS კრედიტის მინიჭება;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შესაძლებელია მაქსიმუმ 10 სტუდენტის მონაწილეობა.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინგანაცხადის ფორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი მხიტარიანი (Ani Mkhitaryan)
ელ.ფოსტა: ani.mkhitaryan@eiu.am