საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი (University of South Bohemia in České Budějovice) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა, თითოეული - 2,5 თვის ხანგრძლივობით. 

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში და მომიჯნავე დისციპლინები.