საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) (დრეზდენი, გერმანია) RASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

მიმართულება: ინფორმატიკა.