საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტი (Kutahya Dumlupınar University - DPU) (ქუთაჰია, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

 ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს მოეთხოვება GPA-ს ოდენობა მინიმუმ 2.20, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს - მინიმუმ 2.50.

მიმართულება: ქიმია, არქიტექტურა, მშენებლობა, ელექტროინჟინერია, სამთო ინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა, ინგლისური ენა და ლიტერატურა.