საერთაშორისო ღონისძიებები

განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის Erasmus+ ჯგუფი, გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს განაახლებს. 2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრში საკონსულტაციო შეხვედრები თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 7 სექტემბრიდან დაიწყება.

პირველი კონსულტაცია თანამშრომლებისა და  სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.