Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - სწავლების საერთაშორისო დღეები 2027 (თანამშრომლებისთვის)
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის და იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2027 (International Teaching Days 2027), რომელიც 2027 წლის 6-10 აპრილს იგეგმება.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.09.2027 უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 22.09.2027 საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა:28.09.2027
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
შერჩეული ლექტორები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ ავსტრიელ სტუდენტებსა და პერსონალს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ (8 სალექციო საათი ან კომბინირებულად 4 სალექციო საათი და 4 საათი ტრეინინგისთვის).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და თავიანთი მოკლე ბიოგრაფია ან CV 2026 წლის 15 სექტემბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: international@imc.ac.at. გამარჯვებულ კონკურსანტებს (სტუ-ს მიერ ნომინირებული კანდიდატებიდან) ავსტრიიდან ოქტომბრის ბოლოს დაუკავშირდებიან. შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება მიმღებ უნივერსიტეტში წარდგენილი აპლიკაცია და სალექციო კურსის თემატიკა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.