საერთაშორისო ღონისძიებები

ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამები - 2027-28 აკადემიური წელი

ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (Austrian Federal Ministry for Women, Science and Research) 2027/2028 აკადემიური წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და მკვლევრებისთვის.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ავსტრიის სტიპენდიებისა და კვლევითი გრანტების მონაცემთა ბაზაში (გერმანულ და ინგლისურ ენებზე). აღნიშნულ ბაზაში, ასევე, ხელმისაწვდომია ინფორმაცია სხვა ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ვებგვერზე წარმოდგენილია შემდეგი სასტიპენდიო პროგრამები:
  • Franz Werfel Scholarship;
  • Ernst Mach Scholarship – Worldwide,
  • Ernst Mach Scholarship for Studies at an Austrian University of Applied Sciences;
  • Ernst Mach Follow-up Grant (Development Cooperation);
  • Ernst Mach Scholarship – ASEA-UNINET.
თითოეულ პროგრამაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის პირობებისა და სამიზნე ქვეყნების მიხედვით. ამასთან, Franz Werfel Scholarship და Ernst Mach Scholarship – Worldwide ღიაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის აპლიკანტისთვის, ხოლო სხვა პროგრამებზე ვრცელდება კონკრეტული გეოგრაფიული და პროგრამული შეზღუდვები.