ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი - საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „აკადემიური დიპლომატია და საპატიო კონსულების როლი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში“
ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი (Wyższa Szkoła Gospodarki - WSG) (ბიდგოშჩი, პოლონეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია „აკადემიური დიპლომატია და საპატიო კონსულების როლი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში“ გაიმართება 2026 წლის 26 ოქტომბერს, ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ფიზიკური დასწრებით ქალაქ ბიდგოშჩში (პოლონეთი), ისე ონლაინრეჟიმში.
ღონისძიება გააერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპატიო კონსულების, დიასპორული გაერთიანებებისა და სოციალური და ეკონომიკური პარტნიორების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის ძირითადი თემები მოიცავს:
• აკადემიურ დიპლომატიას;
• უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას;
• საპატიო კონსულების როლს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში;
• დიასპორებთან თანამშრომლობას;
• მომავლის კომპეტენციებისა და გლობალური ლიდერობის განვითარებას.
WSG უნივერსიტეტი მონაწილეობის მისაღებად იწვევს როგორც დაინტერესებულ მსმენელებს, ისე მომხსენებლებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.