საერთაშორისო ღონისძიებები

სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი - USBED VI საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებსა და განათლებასთან დაკავშირებით

2024 წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართება VI საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებისა და განათლების სფეროსთან დაკავშირებით, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის სტამბოლის ტოპკაპი უნივერსიტეტი (Istanbul Topkapı University) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა და სხვა მსგავსი მიმართულებები.

საკონფერენციო თეზისების (აბსტრაქტების) გაგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 4 ოქტომბვერი, ხოლო მოხსენების სრული ტექსტის - 16 ოქტომბერი. აბსტრაქტი და სრული ტექსტი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: usbedconference@gmail.com.

კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, გზამკვლევი ავტორებისთვის სტატიის გასაფორმებლად იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე.

კონტაქტისთვის:
პროფ. აიტეკინ დემირჩოღლუ (Aytekin DEMİRCİOGLU)
ელ.ფოსტა: usbedconference@gmail.com