ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Belarusian State University of Informatics and Radioelectronics - BSUIR) (მინსკი, ბელარუსი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს. კონფერენციების ჩატარება 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება და მათში მონაწილოება უფასოა:
1. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია” (EDA CONFERENCE 2026)
კონფერენციის თემატიკა:
• მასალების მოდელირება და თვისებები;
• ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობების მოდელირება;
• ინტეგრირებული სისტემების პროექტირება;
• პროექტირების ავტომატიზაცია;
• ინტერდისციპლინური და განვითარებადი მიმართულებები.
რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: 20.09.2026.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 23.10.26
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე
ელ.ფოსტა:
edaconf@bsuir.by
2. XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები” (ITS-2026)
კონფერენციის თემატიკა:
• ინტელექტუალური საინფორმაციო ტექნოლოგიები;
• მართვის სისტემები;
• ინფორმაციის დამუშავების სისტემები;
• ჩაშენებული სისტემების პროექტირება;
• მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული გრაფიკა;
• ციფრული ეკონომიკის ტექნოლოგიები.
რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: დაზუსტდება.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.
ელ.ფოსტა:
its-conf@bsuir.by
3. XV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
“სამედიცინო ელექტრონიკის საშუალებები და ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები” (MEDELECTRONICS-2026)
კონფერენციის თემატიკა:
• ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში: ექსპერიმენტებიდან ყოველდღიურ პრაქტიკამდე;
• ციფრული მედიცინა და ინოვაციური ტექნოლოგიები დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში;
• პერსონალიზებული ტექნოლოგიები აღდგენით მედიცინასა და რეაბილიტაციაში;
• ფუნდამენტური მედიცინა, ეკოლოგია და ბალნეოლოგია.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 03–04.12.2026
რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: 01.11.2026
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.
ელ.ფოსტა:
meconf@bsuir.by
4. XV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “ღია სემანტიკური ტექნოლოგიები ინტელექტუალური სისტემებისთვის” (OSTIS 2026)
კონფერენციის თემატიკა:
• ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიები სხვადასხვა მიმართულებისა და შესაბამისი სამეცნიერო სკოლების შედეგების ინტეგრაციის კონტექსტში;
• ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები ბელარუსის რესპუბლიკასა და საზღვარგარეთ, ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კომპლექსური ინფორმატიზაციის კონტექსტში.
რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: დაზუსტდება
კონფერენციის ჩატარების თარიღი: დაზუსტდება
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.
ელ.ფოსტა:
ostisconf@gmail.com