საერთაშორისო ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა უსკუდარის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)

უსკუდარის უნივერსიტეტი (Üsküdar University) (სტამბოლი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისათვის ან საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.06.26, 18:00 სთ. 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.06.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.06.26

უსკუდარის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ნომინირებულმა აპლიკანტებმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე ონლაინ სააპლიკაციო პროცედურები უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 2026 წლის 15 აგვისტომდე. მობილობა უსკუდარის უნივერსიტეტში განხორციელდება სტუდენტის თვითდაფინანსებით ე.წ. ნულოვანი გრანტით (დაფინანსების გარეშე), სტუდენტი არ გადაიხდის სწავლების გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში.

სამეცნიერო მიმართულებები იხილეთ აქ.