საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

გაზის უნივერსიტეტი (Gazi University) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.06.26, 18:00 სთ. 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.06.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.06.26

გაზის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა გაზის უნივერსიტეტში. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს ივლისამდე.