საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (Hellenic Mediterranean University - HMU) (ჰერაკლიონი, საბერძნეთი), ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.05.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.05.26

საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო კვირეულის სარეგისტრაციო ბმული, იხილეთ აქ. ნომინირებული თანამშრომლებისთვის რეგისტრაციისა და, შესაბამისად, სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 ივნისი.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საბერძნეთის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2026 წლის 21-25 სექტემბერს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიების პროგრამა განკუთვნილია ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.

მიზნობრივი ჯგუფი: ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

საკონტაქტო პირი საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით:
კატერინა ვოტირაკი (Katerina Voutiraki)
ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო ცენტრის უფროსი
ელ.ფოსტა: kvoutiraki@hmu.gr