საერთაშორისო ღონისძიებები

MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ლეობენის  ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის. 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2-2 თვით.
პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას - ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.

სტუდენტი ვალდებულია წარმატებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.

კონტაქტისთვის:
პროფ. გიორგი ხეცურიანი, 
ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com