2026 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით გაიმართება სამეცნიერო სამიტი "Falling Walls Lab 2026".
Falling Walls Lab 2026 წარმოადგენს პლატფორმას ცოდნის გაცვლისა და ნეტვორკინგისათვის მკვლევრებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პოლიტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 3-წუთიანი პრეზენტაცია ინოვაციურ იდეებსა და კვლევით პროექტებთან დაკავშირებით, ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესახებ. ეს პლატფორმა აძლევს სტუდენტებს, მკვლევრებს, სტარტაპერებსა და ახალგაზრდა შემოქმედებს შანსს, წარადგინონ თავიანთი იდეა, კვლევა ან პროექტი 3 წუთში — ფორმატით, რომელსაც „3-წუთიანი პრეზენტაცია“ ეწოდება.
სააპლიკაციო განაცხადის წარდგენისა და ონლაინდარეგისტრირების ვადაა 2026 წლის 22 მაისი.
თითოეული რეგიონული „Falling Walls Lab“-დან ჟიური ირჩევს გამარჯვებულს, რომელიც 2026 წლის ნოემბერში მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დაგეგმილ „Falling Walls Labs“-ის დახურვის გლობალური ფინალის საზეიმო ღონისძიებაში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.