საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.05.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.05.26

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მიმართულება: არქიტექტურა, სამშენებლო, ქალაქგეგმარება, ქიმია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრობა და ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია, გეოინჟინერია, სამთო-გელოგია, გარემოსდაცვა, მენეჯმენტი, მანქანათმშენებლობა; ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, ფოტონიკა, მიკროსისტემები, მათემატიკა.