საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)

ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი (University of South Bohemia in České Budějovice) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მესამედ აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 12 სტუდენტის მობილობა, თითოეული - 2,5 თვის ხანგრძლივობით. 

მიმართულება: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში და მომიჯნავე დისციპლინები.