საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration in Lublin - WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.