Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში, სწავლების ან ტრეინინგის მიზნით. აუცილებელია, რომ მობილობის მსურველმა წინასწარ შეათანხმოს სამუშაო გეგმა მასპინძელ კოლეგასთან პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტიდან და სააპლიკაციო განაცხადში წარმოადგინოს წინასწარი დასტურის წერილი. მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივლისის ბოლომდე.
მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.