საერთაშორისო ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ბარსელონის მედიტერანის უნივერსიტეტის სკოლაში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ბარსელონის მედიტერანის უნივერსიტეტის სკოლა (EUM Mediterrani University School Barcelona) (ბარსელონა, ესპანეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

პრაქტიკული ინფორმაცია ბარსელონის მედიტერანის უნივერსიტეტის სკოლაში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სასწავლო კურსების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

მიმართულება: ტურიზმი, მარკეტინგი, ლოგისტიკა, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი.

საკონტაქტო:
მონტსე ესკუდერო (Montse Escudero)
ელ.ფოსტა: montse.escudero@eum.es