საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტი (Maria Curie-Sklodowska University in Lublin - UMCS) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მარია სკლადოვსკაია-კიურის უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.