საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (Universidad Católica de Murcia - UCAM) (მურსია, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

დეტალური ინფორმაცია მურსიის კათოლიკურ  უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ვეტერინარია.