საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 შეჯერებული სასწავლო კურსები გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტებისთვის

Courses at sending institution ECTS  Courses at receiving institution ECTS
Calculus T3  7  Calculus I (4 ECTS)  4  
 Linear algebra TLA  5  Linear Algebra and Analytic Geometry (4 ECTS)
 4  
 Applied Physics - Electromagnetizm  8     Physics (3 ECTS)
Laboratory of Physics (2 ECTS)
 5
 Circuit Analysis 1  5 Theory of Circuit and Signals (4 ECTS)
Computational and Simulation Techniques (4 ECTS)
 8
 Professional English - electrical and electronic engineering  5 This would be fulfilled by other courses + English course B2 or B2+(2 ECTS)
Design and Documentation Laboratory (2 ECTS)
 4
 Total ECTS 30   25

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.

მიმართულება: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.