საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26 
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში: 24.03.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში, სწავლების ან ტრეინინგის მიზნით. აუცილებელია, რომ მობილობის მსურველმა წინასწარ შეათანხმოს სამუშაო გეგმა მასპინძელ კოლეგასთან პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტიდან და სააპლიკაციო განაცხადში წარმოადგინოს  წინასწარი დასტურის წერილი. მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივლისის ბოლომდე.

მიმართულება: ფიზიკა; სამედიცინო ფიზიკა.