საერთაშორისო ღონისძიებები

სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტი - XII თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული

2026 წლის 11-15 მაისს სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტი (Lucian Blaga University of Sibiu) (სიბიუ, რუმინეთი) ატარებს XII თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულს (iWeek 2026)

კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. 

თემები:
• ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები უმაღლეს განათლებაში,
• უნივერსიტეტების სოციალური გავლენა და საზოგადოების ჩართულობა,
• მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა აკადემიურ გარემოში,
• აკადემიური მობილურობა და თანამშრომლობა ცვალებად გლობალურ კონტექსტში,
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება უმაღლეს განათლებაში,
• ღია მეცნიერება, კვლევის მთლიანობა და აკადემიური ეთიკა,
• დისციპლინურშორისი თანამშრომლობა და ცოდნის გადაცემა.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებლა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საერთაშორისო კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.