თურქმენეთის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი - მათემატიკის ღია ოლიმპიადა სტუდენტებისთვის OMOUS-2026
თურქმენეთის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი (International University for the Humanities and Development), 2026 წლის 23-28 მარტს, მასპინძლობს მათემატიკის ღია ოლიმპიადას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის (OMOUS-2026).
ოლიმპიადის ოფიციალური ენებია თურქმენული და ინგლისური.
ოლიმპიადა ჩატარდება ინდივიდუალური და გუნდური შეჯიბრის სახით.
ინდივიდუალური კონკურსი ჩატარდება ორ კატეგორიად - A და B.
პირველი (A) განკუთვნილია მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის.
მეორე (B) კატეგორია განკუთვნილია სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისთვის.
ჯგუფურ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არაუმეტეს 4 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს. ჯგუფი შეიძლება დაკომპლექტებული იყოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერაც.
მგზავრობის, განთავსებისა და საარსებო ხარჯებს ფარავს თავად მონაწილე სტუდენტი. ოლიმპიადის განრიგის სანახავად იხილეთ თანდართული დოკუმენტი.
დეტალური ინფორმაცია მათემატიკის ღია ოლიმპიადასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.