გაცვლითი პროგრამა ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Ulm University of Applied Sciences - Hochschule Ulm) (ულმი, გერმანია) აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (მოკლევადიანი - ოქტომბერ-დეკემბერი, მთლიანი სემესტრი - სექტემბერ-თებერვალი).
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26 ნომინირებულ სტუდენტებს მიმღები უნივერსიტეტი გაუგზავნის ონლაინ სააპლიკაციო ფორმას შემდგომი პროცედურებისთვის. მიმღებ უნივერსიტეტში შევსებული სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.2026.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა, სტიპენდიის გარეშე, ე.წ. "ნულოვანი გრანტით".
B2 დონეზე გერმანული ენის მცოდნე სტუდენტს შეუძლია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა.
210 კრედიტის მქონე ბაკალავრებს შეუძლიათ სამაგისტრო კურსის არჩევა.
გარდა სასწავლო კურსებისა, სტუდენტს შეუძლია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ პრაქტიკა/სტაჟირება/ პროექტზე მუშაობა ან იმუშაოს საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომზე მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ლაბორატორიაში. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელი პროფესორის შესარჩევად აუცილებელი იქნება სტუდენტმა დროულად აცნობოს მიმღებ უნივერსიტეტს თავისი ინტერესის სფერო და ამასთან დაკავშირებით, თავისი კვალიფიკაცია.
ინფორმაცია ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვლევითი პროექტების შესახებ იხილეთ აქ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.