Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.02.26
ინფორმაცია ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში მობილობის შესახებ იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბუქარესტის აგრონომიული მეცნიერებებისა და ვეტერინარიის უნივერსიტეტში.
პროექტის კოორდინატორის მითითებით, აკადემიურმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 4-6 ივნისს დაგეგმილ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში "სოფლის მეურნეობა სიცოცხლისთვის, სიცოცხლე სოფლის მეურნეობისთვის" (“Agriculture for Life, Life for Agriculture”).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა წინასწარ უნდა წარმოადგინოს საკონფერენციო ნაშრომის თეზისები. კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, ასევე, ონლაინ. მონაწილეობის საფასური, ამ შემთხვევაში, იქნება 1000 რუმინული რეი (200 ევრო).
მიმართულება: სოფლის მეურნეობა და კონფერეციის პროგრამით გათვალისწინებული მომიჯნავე ინტერ-დისციპლინარული მიმართულებები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.