გაცვლითი პროგრამა ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) აგაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26
სემესტრი დაიწყება 2026 წლის სექტემბრის მესამე კვირიდან და დასრულდება 2027 წლის იანვრის ბოლოს.
დამატებითი ინფორმაცია და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა. სტუდენტს შეუძლია, დაბინავდეს საერთო საცხოვრებელში (დაახლ.160 დოლარი თვეში). ჰრადეც კრალოვეში ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ჩათვლით, შეადგენს დაახლოებით 350-550 დოლარს თვეში.
განსაზღვრულია 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტში.
მიმართულება: არქეოლოგია, საარქივო მეცნიერება, ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.