მასარიკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (Masaryk University, Faculty of Arts) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს ვირტუალურ ღია კარის დღეზე იწვევს.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები შეძლებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ინგლისურენოვანი პროგრამების გაცნობას, ინფორმაციის მიღებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნების, გამოცდების, სასწავლო სტრუქტურისა და კურსების შესახებ, შეხვედრას საერთაშორისო კოორდინატორებთან, ლექტორებთან და მოქმედ სტუდენტებთან, სტუდენტური ცხოვრების გაცნობას (საცხოვრებელი ქალაქ ბრნოში, ყოველდღიური ცხოვრება), პრაქტიკული რჩევების მიღებას აპლიკაციისა და ვადების შესახებ, ასევე, შეძლებენ კითხვების დასმას ჩეხი მასპინძლებისთვის.
თარიღები:
ბაკალავრიატი: 5 თებერვალი 2026 (ხუთშაბათი), 14:00–15:00 (CET)
მაგისტრატურა: 3 თებერვალი 2026 (სამშაბათი), 14:00–15:00 (CET)
ფორმატი: ონლაინ, MS Teams-ის მეშვეობით (Microsoft-ის ანგარიში არ არის საჭირო)
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.