Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რენის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (ფრანგულ-ქართული კვირეული თანამშრომლებისთვის)
რენის უნივერსიტეტი (University of Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხული სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.02.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.02.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.02.26
რენის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რენის უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 16-20 მარტს, ფრანგულ-ქართული კონსორციუმის (2025-1-FR01-KA171-HED-0000336849) ქართველ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილ ფრანგულ-ქართული კვირეულის ფარგლებში. კვირეულის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები მოიცავს ინსტიტუციურ შეხვედრებს, ტრეინინგ სესიებს და კულტურულ ღონისძიებებს.
მიზნობრივი ჯგუფი: ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.