რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი INSA Rennes (რენი, საფრანგეთი) აცხადებს მიღებას საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 1-დან 26 ივნისამდე INSA Rennes-ის კამპუსში.
პროგრამა შექმნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ფრანგული ენისა და კულტურის გაღრმავება. ის მოიცავს ინტენსიური ფრანგულის, როგორც უცხოური ენის, კურსებს, კულტურულ პროგრამას, მათ შორის, გიდის თანხლებით ვიზიტს მონ-სენ-მიშელის ყურეში, ექსკურსიას სენ-მალოში და მრავალ სხვა საინტერესო აქტივობას.
სტუდენტები განთავსდებიან INSA-ს კამპუსში.
პროგრამის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ფრანგული ენის დამწყები ან საშუალო დონე (A1-დან B1-მდე). პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები სწავლის საფასურს არ გადაიხდიან, თუმცა ადმინისტრაციული საჭიროების დასაფარად, უნდა გადაიხადონ 300 ევრო, ასევე, თავად უნდა დაფარონ მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.