საერთაშორისო ღონისძიებები

ეროვნული საინჟინრო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის - 2025/26 აკადემიური წელი

ეროვნული საინჟინრო უნივერსიტეტი (Universidad Nacional de Ingeniería - UNI) (ლიმა, პერუ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამას, ე.წ. ნულოვანი გრანტით, 2025-26 აკადემიური წლისათვის.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20.12.2025; საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა - 22.12.2025.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ესპანურ ენას.

მიმღებ უნივერსიტეტში წარსადგენი საბუთები, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.