ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ფოჯის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ფოჯის უნივერსიტეტი (University of Foggia – UNIFG) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა: ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
ფოჯის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯის უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება GPSEducation პროექტის განხორციელებას სტუ-ში, რომელიც პროექტის კონსორციუმის წევრია, ხოლო პროექტის კოორდინატორია ფოჯის უნივერსიტეტი.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ჩართულია კოორდინატორ უნივერსიტეტთან ერთად GPSEducation პროექტის განხორციელებაში.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.