Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში - 2025-2026 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის სამ საინჟინრო სკოლაში განახორციელონ Erasmus+ მობილობა: Toulouse INP-ENSEEIHT (ზოგადი მიმართულებები: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები); Toulouse INP-ENSIACET (A7) (ზოგადი მიმართულებები: ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა) და INP-AgroToulouse (ზოგადი მიმართულებები: აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია).
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის INP-AgroToulouse საინჟინრო სკოლაში და 1 დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით (2-3 თვე), საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT.
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული საინჟინრო პროგრამები იხილეთ აქ.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.