საერთაშორისო ღონისძიებები

MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მეორედ)

ლეობენის  ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია)განმეორებით აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის. 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 5-5 თვით.
პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას - ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.

სტუდენტი ვალდებულია წარმატრებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.

კონტაქტისთვის:
პროფ. გიორგი ხეცურიანი, 
ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com