საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში- 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მეორედ)

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 19.11.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.11.25.

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსების სია, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.

მიმართულება: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.