საერთაშორისო ღონისძიებები

IX კონსულტაცია Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეცხრე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - 14:00 საათზე, ხოლო კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება სამშაბათს, 27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის <a href="https://gtu.ge/dir/erasmus.php">Erasmus+ ვებგვერდზე</a>.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, <a href="https://gtu.ge/pdf/dadgenilebebi/2025/02.pdf">კონკურსის ჩატარების წესთან</a> დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.