საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (Universidad Católica de Murcia - UCAM) (მურსია, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 06.11.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.11.25.

დეტალური ინფორმაცია მურსიის კათოლიკურ  უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ვეტერინარია.