Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში - 2025-26 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მეორედ)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.09.25.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 30.09.25.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.10.25.
ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია 2 ადმინისტრაციული და 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შერჩეულმა კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ 2025 წლის 13-17 ოქტომბერს დაგეგმილ Erasmus Days ღონისძიებებში.
აკადემიური მიმართულება: ენერგეტიკა, გარემოსდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიები (საინჟინრო სკოლა Toulouse INP-ENSEEIHT ); ქიმია, გარემოს დაცვა, მასალათმცოდნეობა, საწარმოო ტექნიკა (საინჟინრო სკოლა Toulouse INP-ENSIACET (A7)) და აგრონომია, სურსათი, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი და ენოლოგია (საინჟინრო სკოლა INP-AgroToulouse).
კოორდინატორის მითითებით, Erasmus Days ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია მიზნობრივი ჯგუფი: 2 თანამშრომელი, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების მენეჯმენტს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.